საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ტალინის ტელეანძის მონახულება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-03

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთში. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ტალინის ცენტრში მდებარე სატელევიზიო ანძა დაათვალიერა.
ტელეანძა, რომლის სიმაღლე 314 მეტრია, ჩრდილოეთ ქვეყნებში ყველაზე მაღალ სატელევიზიო ანძად არის მიჩნეული და იგი ესტონური კულტურისა და ტურიზმის ცენტრს წარმოადგენს. ანძამ დასრულებული სახე გასული საუკუნის 80-იან წლებში მიიღო. მისი ერთ-ერთი არქიტექტორი ქართველი დავით ბასილაძე იყო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური