-
2015-06-12 პრემიერ-მინისტრი პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო
ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშები აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
-
2015-06-12 ტექნიკური საკონსულტაციო შეხვედრა მადრიდში
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო რიგით მეოთხე გლობალურ ტექნიკურ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა არსებითი სერვისების მართვას და კოორდინაციას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საპასუხოდ.
-
2015-06-12 პრემიერის დავალებით, კახელი ფერმერების საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შესაბამისი უწყებები შეისწავლიან იმ ფერმერების საკითხს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ.
-
2015-06-12 პრემიერ-მინისტრი საზეიმო მიღებაზე
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში. მთავრობის მეთაური დღეს „ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების" გახსნასთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო, რომელიც რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელით გაიმართა.
-
2015-06-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენის მადლობის წერილი მიიღო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს მტავრობის მეთაურს მადლობას უხდის იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა შეიტანა თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ორგანიზებაში.
-
2015-06-12 ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის პროექტის განხილვა
საჯარო სამსახურის ბიურომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს დღეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარუდგინა.