საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საზეიმო მიღებაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-12

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში. მთავრობის მეთაური დღეს „ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების" გახსნასთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო, რომელიც რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელით გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მიღებაზე იმყოფებოდნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის: მონაკოს პრინცი, თურქეთის პრეზიდენტი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი...
„ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშები" დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 104 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.
ოლიმპიადის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვილებთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში პაატა ხიზანაშვილი.