საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ტექნიკური საკონსულტაციო შეხვედრა მადრიდში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-12

2პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო რიგით მეოთხე გლობალურ ტექნიკურ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა არსებითი სერვისების მართვას და კოორდინაციას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საპასუხოდ. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ორგანიზებით ქალაქ მადრიდში გაიმართა და მას 33 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრა შერეული ფორმატის იყო და შედგებოდა სხვადასხვა თემატური სესიებისა და საპანელო დისკუსიებისგან.

სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ საპანელო დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა კოორდინირებული სერვისების მიწოდებას. შეხვედრის დასასრულს მონაწილეები ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საპასუხოდ საჭირო არსებითი სერვისების მართვისა და კოორდინაციას მთავარი ელემენტების, ხარისხის სტანდარტისა და გაიდლაინების განმსაზღვრელი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადების სავარაუდო თარიღზე შეთანხმდნენ.