საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-12

2 3

ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშები აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან-ვიცე-პრემიერი,ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში პაატა ხიზანაშვილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური