საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - 2019 წელი იქნება გაცილებით უკეთესი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2018-12-22

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აანთეს.

მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 2019 წელი უკეთესი იყოს.

"გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. განსაკუთრებით მინდა ჩვენს პატარებს მივულოცო. მადლობა კახის, რომ 2019 წელს თბილისი ხვდება ასე ლამაზად. 2018 წელი ნამდვილად არ ყოფილა ყველაზე იოლი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რთულ პირობებში ცხოვრობს. დღეს საქართველოს ისე სჭირდება ერთსულოვნება, როგორც არასდროს. სწორედ ერთად დგომით, დიდი სიყვარულით, მოტივაციით და რაც მთავარია, ერთსულოვნებით ჩვენ ყველა პრობლემას გადავჭრით. 2019 წელი იქნება გაცილებით უკეთესი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ 2018 წელს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო და მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ერთსულოვნებით ჩვენ ბევრს მივაღწევთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობას, ერთსულოვნებას, ბედნიერაბას, ჩვენი სამშობლოს წინსვლას და კეთილდღეობას", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური