საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძემ აპარატისა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

2018-12-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აპარატისა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა თითოეულ მათგანს გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2018 წელი ბევრი მიმართულებით ქვეყნისთვის წარმატებული იყო.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა თითოეული საჯარო მოხელის საქმიანობის როლს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში და განაცხადა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის გზაზე კიდევ უფრო მეტი წინსვლის უზრუნველყოფა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური