-
18 თებერვალი 2009
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა სადაზღვევო კომპანიებთან მემორანდუმს ხელი მოაწერა2009 წლის 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ხელი მოაწერა მემორანდუმს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი დაზღვევის შესახებ.
-
17 თებერვალი 2009
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო კონფერენციას ”საქართველოს საავტომობილო გზები და თანამედროვე ტექნოლოგიები” დაესწრო2009 წლის 17 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს საავტომობილო გზები და თანამედროვე ტექნოლოგიები" დაესწრო.
-
17 თებერვალი 2009
პრემიერ-მინისტრი ფეროშენადნობ ქარხანას ეწვია2009 წლის 16 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას ეწვია, სადაც ლითონის დამსხვრევა-დახარისხების კომპლექსი გაიხსნა.
-
13 თებერვალი 2009
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბიზნესმენებს შეხვდა2009 წლის 13 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში" ბიზნესმენებს შეხვდა. პრემიერ-მინისიტრმა წარმოადგინა პრეზენტაცია „საქართველოს ეკონომიკის 2009 წლის მიმოხილვა." მისასალმებელ სიტყვაში ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრს მჭიდრო ურთიერთობა ექნება, როგორც კერძო სექტორთან, ისე ქართულ ბიზნესთან.
-
12 თებერვალი 2009
შეიქმნა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიასაქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის, ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შეჯერების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისია.
-
10 თებერვალი 2009
პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა10 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა IV საერთაშორისო კონფერენცია
-
09 თებერვალი 2009
პრემიერ–მინისტრმა ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი წარადგინა9 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს სასჯელ აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახლად შექმნილ სამინისტროში თანამშრომლებს დიმიტრი შაშკინი წარუდგინა.
-
09 თებერვალი 2009
პრემიერ–მინისტრმა ფინანსთა მინისტრს პირველი დავალება მისცა9 თებერვალს მთავრობის კანცელარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პირველი სამუშაო დღე ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან შეხვედრით დაიწყო და პირველი დავალება მისცა.
-
30 იანვარი 2009
2009 წლის 30 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
-
20 იანვარი 2009
როგორც ცნობილია, იანვრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გერმანიაში ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდა. გერმანელმა ექიმებმა, მას ნეფროპათიის (ინფექციის შედეგად გამოწვეული თირკმელის ანთებითი პროცესი) დიაგნოზი დაუსვეს და ოთხკვირიანი მკურნალობა დაუნიშნეს.