საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

10 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა IV საერთაშორისო კონფერენცია

" საქართველოს ევროპული გზა" ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელბა საქართველოში. კონფერენციაზე განიხილება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრობლემეტიკა, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები. კონფერენცია შეეხება სამ ძირითად მიმრთულებას.

კონფლიქტის მოგვარების სესია მიეძღვნება რუსეთის აგრესიის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ შექმნილ ახალ რეალობას, ევროკავშირის როლს კონფლიქტის მოგვარებაში, "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" განხორციელებას, ჟენევის მოლაპარაკებებს, ევროკავშირის მონიტორინგის (EUMM) მისიის მნიშვნელობასა და პრობლემატიკას.

დემოკრატიული რეფორამების სესიაზე განიხილება "დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა", რომლის მიზანია პარლამენტის როლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, მასმედიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლებების უზრუნველყოფის გაუმჯობესება.

ეკონომიკური რეფორმების სესია ყურადღებას გაამახვილებს ევროკავშირ-საქართველოს ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივებზე, საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენასა და საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

"განვიხილავთ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის რუსულ- ქართული დაპირისპირება. რუსეთის ოკუპაციის შედეგები და მისი აღმოფხვრის მშვიდობიანი გზები. ბუნებრივია გვინდა, რომ ევროკავშირი საქართველოს დეოკუპაციის და რუსეთთან კონფლიკტის დარეგულირების პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული . ასევე განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატილული რეფორმები, სადაც გვსურს, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი ითამაშოს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ევროკავშირის როლი, კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ამჟამად საქართველოშია და მისი როლის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა სხვა საკითხებიც განვიხილეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ იგივე პროცესს. უახლოეს მომავალში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე." - განაცხადა ნიკა გილაურმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი