-
24 ნოემბერი 2015
პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვამრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თეატრსა და კინოში შექმნილი რჩეული სახეებისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა, - ხელოვნებასა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააჯილდოვა.
-
23 ნოემბერი 2015
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა„წმინდა გიორგი არის ჩვენთვის სიმბოლო სიყვარულის და სიკეთის გამარჯვების, ბოროტების დამარცხების. მინდა, ყველას გისურვოთ, ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის _ სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია, გავაერთიანოთ საკუთარი ერი და სამშობლო", - ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული.
-
21 ნოემბერი 2015
ალექსანდრე ქართველის გამოფენის დათვალიერებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია და ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.
-
21 ნოემბერი 2015
პრემიერ–მინისტრი გლობალურ კონფერენციაზეჯანდაცვის სფეროს რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში-აღნიშნულ საკითხებზე სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პოლიტიკოსები გლობალურ კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ბერნარ კუშნერთან ერთად დაესწრო.
-
21 ნოემბერი 2015
ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობასბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას, - გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
-
21 ნოემბერი 2015
შეხვედრა სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრთანსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრს, პასქუალე ვალენტინის შეხვდა.
-
20 ნოემბერი 2015
გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვსგაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს; ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს რეკომენდაციებს და მადლობელი ვართ უწყვეტი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
20 ნოემბერი 2015
ირაკლი ღარიბაშვილი დაციან ჩიოლოსს რუმინეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, დაციან ჩიოლოსს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
20 ნოემბერი 2015
პრემიერ–მინისტრი ბრიჯიტ ბრინკის შეხვდასაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის შეხვედრაზე.
-
19 ნოემბერი 2015
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთანსაქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები, მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკური და სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრის მთავარი თემები.