საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-19

საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები, მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკური და სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრის მთავარი თემები.
მხარეებმა შეხვედრისას ასევე ყურადღება დაუთმეს კაპიტალური ხარჯების მოცულობას და საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, მარკ გრიფიტსი, ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გასულ კვირას ეწვია. ფონდის მისიასთან აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო უწყებები.
შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური