საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-23

„წმინდა გიორგი არის ჩვენთვის სიმბოლო სიყვარულის და სიკეთის გამარჯვების, ბოროტების დამარცხების. მინდა, ყველას გისურვოთ, ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის _ სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია, გავაერთიანოთ საკუთარი ერი და სამშობლო", - ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული.
ირაკლი ღარიბაშვილი ქაშუეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა. პრემიერმა პატრიარქს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და მართლმადიდებლებს დღევანდელი დღე მიულოცა.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი ძვირფასი ხატის მიღება. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველ რიგში კი თქვენ, თქვენო უწმინდესობავ", - მიმართა პრემიერმა პატრიარქს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური