-
2017-07-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.
-
2017-07-25 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ისრაელის ქართულ დიასპორასთან
ჩვენ ისრაელთან გვაქვს ყველაზე დიდი ერთობა არა მხოლოდ ემოციურ, არამედ - სტრატეგიული ინტერესების დონეზე, ამიტომ, ეს ურთიერთობა უნდა ავსახოთ ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობაში და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი ეს არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იერუსალიმში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-07-25 შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს იული ედელშტეინს შეხვდა.
-
2017-07-25 პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში JVP-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ფონდ Jerusalem Venture Partners (JVP)-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა.
-
2017-07-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს შეხვდა. მხარეებმა კონკრეტულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.