საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-07-18 პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის სამზადისს გაეცნო

    ოლიმპიური ცეცხლის დანთება, სპორტსმენების აღლუმი, ფიცის მიღება, სიტყვით მიმართვა და მხატვრული შოუ ევროპული და ქართული ისტორიულ-ტრადიციული ელემენტებით - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რეპეტიცია მიმდინარეობს.

  • 2015-07-18 თბილისი უეფას ფინალური მატჩის მასპინძლობისთვის მზად არის

    თბილისი უეფას ფინალური მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის, - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული დინამოს სტადიონი, რომელზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

  • 2015-07-18 პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა

    შეკრების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.

  • 2015-07-18 ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა

    წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3 სართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა-გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

  • 2015-07-18 ქუთაისში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

    საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით, ტურიზმის სექტორში ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება დაიწყო- ქუთაისში 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება, რომელიც პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში.

  • 2015-07-18 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ასეთი ქმედებები არის მიუღებელი; მივმართავ პოლიციას, დაიცავით კანონი, დაიცავით საკუთარი მუნდირი და ღირსება და აღკვეთეთ მსგავსი პროვოკაციები,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვის პოლიციელთან დაპირისპირების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.