საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

თბილისი უეფას ფინალური მატჩის მასპინძლობისთვის მზად არის ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-18

3   4

თბილისი უეფას ფინალური მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის, - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული დინამოს სტადიონი, რომელზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
რეაბილიტაციის პროცესში, გამაგრდა სტადიონის კონსტრუქცია, შეიცვალა შიდა დიზაინი, გახმოვანება, ტაბლოები, განათება და სკამები.
მთავრობის მეთაურმა, თბილისის მერს დავით ნარმანიას და უეფას ფინალური მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული რემონტი, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოდ ბარსელონა-სევილიას მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური