ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-18

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3 სართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა - გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
"ბალნეოლოგიური ცენტრი უნიკალურია წყალტუბოსთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ბადრი კაკაბაძეს და მის ოჯახს. პროექტში დაიხარჯა 5 მილიონი ლარი. ცენტრი აშენდა ქართული სამშენებლო მასალებით და აქ დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. წყალტუბო არის უნიკალური, ის იბრუნებს იმ ისტორიულ ფუნქციას, რომელიც მას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა მინიჭებული," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი დღეში 300-500 პაციენტს მოემსახურება. პაციენტები მიიღებენ კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარებას. ცენტრში ტრადიციული ბალნეოლოგიური პროცედურების გარდა, იფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური კაბინეტი, სადაც მოხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა უახლესი იტალიური წარმოების დინამიური ტალღის აპარატით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური