საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ქუთაისში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-18

საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით, ტურიზმის სექტორში ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება დაიწყო- ქუთაისში 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება, რომელიც პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. მშენებლობის ადგილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა და სასტუმროს მესაკუთრე კომპანია "კაპიტოლ ჰოლდინგის" ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრსი პრესსამსახური