-
30 ნოემბერი 2015
საფრანგეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა COP21 კონფერენციის ფარგლებში პარიზში გაიმართასაფრანგეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა COP21 კონფერენციის ფარგლებში პარიზში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი მიწვევით მონაწილეობს.
-
30 ნოემბერი 2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნაზეპრემიერ-მინისტრი პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე მსოფლიო ლიდერებს მიესალმა.
-
30 ნოემბერი 2015
COP21 მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა ერთობლივი ფოტოგაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP21) მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო.
-
30 ნოემბერი 2015
პარიზში დღეს COP21 იხსნებაპარიზი 150-მდე ქვეყნის ლიდერებს მასპინძლობს. რამდენიმე საათში საფრანგეთის დედაქალაქში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21) გაიხსნება.
-
28 ნოემბერი 2015
პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობასსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მიიღებს მონაწილეობას.
-
27 ნოემბერი 2015
სამუშაო ვახშამი იოჰანეს ჰანთანდღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს სამუშაო ვახშამზე მცხეთაში უმასპინძლა.
-
27 ნოემბერი 2015
ერთობლივი განცხადებებიჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის ანგარიშის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე პასუხი დადებითი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
-
27 ნოემბერი 2015
პრემიერ-მინისტრმა თბილისში ვიზიტით მყოფ იოჰანეს ჰანს უმასპინძლასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების ევროკომისარ იოჰანეს ჰანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
-
27 ნოემბერი 2015
304 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემახელისუფლებამ კიდევ ერთი დაპირება შეასრულა- საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა 304 დევნილ ოჯახს.
-
27 ნოემბერი 2015
პრემიერ–მინისტრი რეგიონების განვითარების შესახებმაღალმთიანი რეგიონებისთვის 2016 წლიდან სხვადასხვა სოციალური დახმარება ამოქმედდება-საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.