საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პარიზში დღეს COP21 იხსნება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-30

პარიზი 150-მდე ქვეყნის ლიდერებს მასპინძლობს. რამდენიმე საათში საფრანგეთის დედაქალაქში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21) გაიხსნება.

კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერები ლე ბურჟეს საგამოფენო ცენტრში იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ საგამოფენო ცენტრში მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრი, COP21-ის თავმჯდომარე ლორან ფაბიუსი მიესალმნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური