საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამუშაო ვახშამი იოჰანეს ჰანთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-27

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს სამუშაო ვახშამზე მცხეთაში უმასპინძლა. მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის მთავარი საკითხები არაფორმალურ გარემოში კიდევ ერთხელ განიხილეს.

სამუშაო ვახშამს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური