• 20 დეკემბერი 2014
    პრემიერ–მინისტრი ჰუალინგ ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმსხვილესი ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" თავმჯდომარეს მი ენხუას საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა.

  • 20 დეკემბერი 2014
    მშენებარე კომპლექსის დათვალიერება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციისა და სულიერებისა და კულტურის ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. 

  • 20 დეკემბერი 2014
    ახალი საწარმო სამტრედიაში

    უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო 10 000 კვადრატულ მეტრზე და 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

  • 20 დეკემბერი 2014
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი საჯარო მოხელეებს

    სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის წერილი ყველა საჯარო მოხელეს, ვინც "სოლიდარობის ფონდში" დონაციას ახორციელებს.

  • 19 დეკემბერი 2014
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ულოცავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ულოცავს, - ისტორიული მოვლენის შესახებ განცხადება პრემიერმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომის დასაწყისში გააკეთა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება.

  • 19 დეკემბერი 2014
    2015 წლის იანვრის თვეში თბილისს ესტონეთის პრემიერ–მინისტრი ეწვევა

    2015 წლის იანვრის თვეში თბილისს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა, - ვიზიტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ქეით პენტუს-როსიმანუსის შეხვედრაზე განიხილეს.

  • 18 დეკემბერი 2014
    ღვინის მუზეუმის პროექტის განხილვა

    საქართველოში ღვინის მუზეუმის დაარსების შესახებ იმსჯელეს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. პროექტის ფარგლებში, თბილისს ღვინის კულტურის ცივილიზაციის ფონდის დამფუძნებელი სანტიაგო ვივანკო ეწვია.

  • 18 დეკემბერი 2014
    პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა იწყება

    პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდისა და ანგარიშვალდებულების მკაფიოდ განსაზღვრის მიზნით, უწყების ინსტიტუციური რეფორმა იწყება, - შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა.

  • 18 დეკემბერი 2014
    ლარის კურსთან დაკავშირებით სიტუაციას ვაკონტროლებთ

    ლარის კურსთან დაკავშირებით სიტუაციას ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • 18 დეკემბერი 2014
    პრემიერი საწვავის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „კონკურენციის სააგენტოს" საქართველოში საწვავის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშის წარსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა, - როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ნავთობის ფასები მცირდება, თუმცა სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე ეს ადეკვატურად არ აისახება.

<<  1 2 3 4 5   >>