საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი საჯარო მოხელეებს ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-20

სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის წერილი ყველა საჯარო მოხელეს, ვინც "სოლიდარობის ფონდში" დონაციას ახორციელებს:

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერისათვის.

ჩვენ კეთილშობილურმა მიზანმა გაგვაერთიანა - ეს არის ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად! სწორედ თქვენი თანადგომით გახდა შესაძლებელი მძიმე სენით დაავადებული 48 ბავშვის მკურნალობის სრულად დაფინანსება. ეს ჩვენი ერთად დგომის, ჩვენი სოლიდარობის შედეგია. ეს უმნიშვნელოვანესი საქმე კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას. მჯერა, ჩვენ ერთად გადავარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს, ბევრ ოჯახს მოვუტანთ სიმშვიდესა და სიხარულს.
დღევანდელ დღეს საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სოლიდარობა საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა და ძალიან მიხარია, რომ გასულ წელს ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ და პირადად თქვენ, ამის მაგალითი აჩვენეთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის.

მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. წარმატებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და მთელი ჩვენი ქვეყნისათვის.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი