-
06 ივლისი 2021
2030 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6 მილიარდ 500 მილიონ დოლარამდე გაიზრდებამთელი საქართველოს მასშტაბით, 2030 წლისთვის, განვითარდება ახალი ტურისტული ადგილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $6500000000-მდე გაიზრდება.
-
06 ივლისი 2021
ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ოჯახი ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებით ისარგებლებსოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით ახალშეძენილ პირველ და მეორე შვილზე ოჯახი ისარგებლებს იპოთეკური სესხის 5%-დან 8%-მდე თანადაფინანსებით, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე - 8%-ით.
-
24 ივნისი 2021
იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათპირველი ივლისიდან იუსტიციის სახლების თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ.
-
21 მაისი 2021
აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიპლომები გადასცასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy - USCGA) სასწავლებლად მყოფ ნიკოლოზ ტვილდიანსა და სანდრო სტაჟაძეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და დიპლომები გადასცა.
-
21 მაისი 2021
საქართველო აშშ-სგან 67 მილიონ დოლარამდე გრანტს მიიღებს, 300 მილიონამდე გაზრდის შესაძლებლობითამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს გამოუყოფს, რომელიც, შესაძლოა, 330 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
-
19 მაისი 2021
დღეიდან www.Provax.ge-ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვააღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.
-
14 მაისი 2021
საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა - გურიის რეგიონშიოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით.
-
10 მაისი 2021
ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მათ შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენმთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერებს, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული და ამ მიწის გამოსყიდვა სურთ, დაუწესდებათ გარკვეული შეღავათები და მათ შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
-
07 მაისი 2021
ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სპეციალური ვებგვერდი Provax.ge შეიქმნავებგვერდზე გაეცნობით პასუხებს კითხვებზე, თუ რატომ უნდა ჩავიტაროთ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორ უნდა დავრწმუნდეთ ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.
-
28 აპრილი 2021
ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონკურსო ვადების დაცვით, შესაბამისი განცხადებები წარადგინეს: ნინო ქუბინიძემ, ირინე ვერძეულმა, ივანე მახარაძემ და მარიამ სულაბერიძემ.