საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სპეციალური ვებგვერდი Provax.ge შეიქმნა

https://Provax.ge - ვაქცინა გვიცავს!
ვებგვერდზე გაეცნობით პასუხებს კითხვებზე, თუ რატომ უნდა ჩავიტაროთ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორ უნდა დავრწმუნდეთ ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.
ვებგვერდზე ასევე გაეცნობით:
• შემეცნებით ვიდეორგოლებს;
• ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკას;
• საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმას.