საქართველოს მთავრობა – სიახლეები

დღეიდან www.Provax.ge-ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-05-19

ვებგვერდზე www.Provax.ge შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა.

აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

ვებგვერდი www.Provax.ge ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა.

www.Provax.ge​-დან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.