-
2021-02-16 პოლიციელებისთვის ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა
პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა. თბილისსა და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა უკვე გადაეცა, ბათუმში კი, მშენებლობის პროცესი გრძელდება.
-
2021-02-16 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა
აშენდა 30 სკოლა, 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება, 800-მდე საჯარო სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.
-
2021-02-16 პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა
ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-02-16 პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა.
-
2021-02-16 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 549 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 496 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.6%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.