-
2021-01-25 მანდარინის ექსპორტი გაიზარდა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 24 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 36.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
-
2021-01-25 სახელმწიფოს დაფინანსებით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 400 პაციენტზე გათვლილი კოვიდგანყოფილება გაიხსნა
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" (თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო) ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც 400 პაციენტს მოემსახურება. განყოფილება უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი.
-
2021-01-25 გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
-
2021-01-25 პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლად გახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერეს
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში" ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება.
-
2021-01-25 ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 311 პირი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.