საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მანდარინის ექსპორტი გაიზარდა

მანდარინის ექსპორტი გაიზარდა.

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 24 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 36.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში მანდარინის ექსპორტის მოცულობა, წინა სეზონის ამავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 22%-ით (6.5 ათასი ტონით), ხოლო ექსპორტის ღირებულება 15%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარით).