საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სახელმწიფოს დაფინანსებით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 400 პაციენტზე გათვლილი კოვიდგანყოფილება გაიხსნა

2021-01-25

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" (თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო) ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც 400 პაციენტს მოემსახურება. განყოფილება უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი.
✅ პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა.
✅ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის კოვიდგანყოფილება ელექტრო- და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და სუნთქვის კრიტიკულ-გადაუდებელი აპარატებითაა აღჭურვილი. კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება.
✅ გარდა ამისა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დამატებით სამი ერთეული ჟანგბადის დანადგარი დაემატა, რაც პაციენტებისთვის ჟანგბადის უწყვეტ და ცენტრალიზებულ მიწოდებას უზრუნველყოფს.
✅ 2020 წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა:

  • აღიჭურვა და გაიხსნა ბათუმის რესპუბლიკური და რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოები;
  • დასრულდა 341 სოფლის ამბულატორიული ცენტრის მშენებლობა და რეაბილიტაცია;
  • გაიხსნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 26 ადმინისტრაციული შენობა;
  • სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდა 140 ავტომობილით;
  • სოფლის ექიმები აღიჭურვნენ 900-ზე მეტი კომპიუტერით, 400 ამბულატორიას გადაეცა სამედიცინო ინვენტარი;
  • ჰოსპიტლების გაძლიერებისთვის სახელმწიფოს მიერ, ასევე დონორების მხარდაჭერის ფარგლებში, შესყიდულია აღჭურვილობა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რეანიმობილები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა საჭირო ინვენტარი.