-
2020-11-19 ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მეწარმეები დღგ-ს ავტომატურად დაიბრუნებენ
17 ნოემბრიდან, გადასახადის გადამხდელები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადს ავტომატურად, ფაქტობრივად მომენტალურად დაიბრუნებენ.
-
2020-11-19 საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა და ამით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
საქართველომ შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო.
-
2020-11-19 პანდემიის მიუხედავად ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა
კორონავირუსის პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება წარმატებულად მიმდინარეობს - დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, ამასთან 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
-
2020-11-19 უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და დასაქმების გაზრდის მიზნით იწყება ახალი პროგრამა - უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი
მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში იწყება ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
-
2020-11-19 2020 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილა.
-
2020-11-19 პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მაიკლ პომპეოს ვიზიტს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს და დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმას გამოეხმაურა
ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-11-19 ბერდია სიჭინავა - 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 409 პირი
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.