პანდემიის მიუხედავად ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა

2020-11-19

კორონავირუსის პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება წარმატებულად მიმდინარეობს - დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, ამასთან 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

მზარდია ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში და 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით72.1 %-ს შეადგენს.

2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი 21.2%-ით გაიზარდა.

იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი) 1 956.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (რაც ისტორიული მაქსიმუმია).

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3 798.4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი 2018 წელთან შედარებით 263.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 5 718.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.