-
2020-09-06 გიორგი გახარია და ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმოში იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო „კოკი 2014"-ში იმყოფებოდა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის" მხარდაჭერით შეიქმნა.
-
2020-09-06 გიორგი გახარიამ და ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი“ დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში" იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა.
-
2020-09-06 პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა
სასამართლოს რეფორმები ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2020-09-06 თხილის წარმატებული სეზონი სამეგრელოში
წინა წლებში არსებული გამოწვევების წარმატებულად დაძლევის შემდეგ, წელს სამეგრელოში მაღალი ხარისხის უხვი მოსავალია.
-
2020-09-06 გიორგი გახარია თხილობაზე: სახელმწიფო ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანსებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და გვექნება შედეგი
უაღრესად სასიამოვნოა ასეთ თბილ გარემოში ზუგდიდში, თან ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზით შეკრება. თხილი სამეგრელოსთვის მიუხედავად იმისა, რომ აქ საქართველოს ბევრი რეგიონიდან ვხედავ სტუმრებს და მარტო სამეგრელოში არ იზრდება თხილი, გურიაშიც მოჰყავთ, აჭარაშიც, კახეთშიც, იმერეთშიც, ყველაზე კარგი თხილი და ყველაზე ბევრი მაინც სამეგრელოში მოდის. ამიტომ ეს დღესასწაული, ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამეგრელოში და უნდა იყოს ზუგდიდში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან" დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.