-
2019-02-01 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იყოს გამოყენებული მორალური ტერორი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.
-
2019-02-01 პრემიერის გადაწყვეტილებით, სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მე-12 კლასელებსაც მოეხსნებათ
მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11 ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 დღგ-ს დაბრუნება 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდიდან ავტომატური გახდება
დღგ-ს დაბრუნება 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდიდან ავტომატური გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - Global Finance-ის რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის წარმატებული
Global Finance-ის რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის წარმატებული, თუმცა, ამასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ამ წარმატების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლებისსაჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს
წელს პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დეპორტირებულების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე
ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ გამოაქვეყნა.
-
2019-02-01 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრით დაიწყო.