საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-01

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალისხმევით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შეიქმნება რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური