-
2018-05-21 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მოინახულა
ვაშინგტონში, "ვოლტერ რიდის" ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მკურნალობს, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა.
-
2018-05-21 ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
-
2018-05-21 პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებები
გმადლობთ, ბატონო მდივანო პომპეო, ძალიან თბილი სიტყვებისთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის ჩატარების თაობაზე.
-
2018-05-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.