საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის გახსნამდე, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პომპეომ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური