საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-07-20 განათლება - პრემიერ-მინისტრის მთავარი პრიორიტეტი

    პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 192 (2014 წელს- 77, 2015 წელს კი-115) სტუდენტი დააფინანსა.

  • 2015-07-20 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი თურქ ხალხს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ქ. შანლიურფას სურუჩის რაიონში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

  • 2015-07-20 საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა

    პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, დღეს პირის, ოჯახში ძალადობის აღვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

  • 2015-07-20 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ეს ის ხალხია, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა და რომელიც შექმნის უკეთეს საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

  • 2015-07-20 პრემიერ-მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენციას დაესწრო

    ჩემთვის რომ ეკითხათ, რომელია ყველაზე წარმატებული საქმე, რომელიც გამიკეთებია, ვიტყოდი, რომ ეს არის განათლების საერთაშორისო ცენტრი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებს.

  • 2015-07-20 პრემიერ–მინისტრმა ათლეტთა სოფელი დაათვალიერა

    მთავრობამ მოლაპარაკება აწარმოა ინვესტორთან და შეიძინა 8 კორპუსი დევნილებისთვის; ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ ჩვენ გადავცემთ დევნილებს საცხოვრებელ ბინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • 2015-07-20 თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა

    ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის ფარგლებში, თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათლეტების სოფლის მერად ლევან კობიაშვილი წარადგინა და საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის დადგენილება №360

    სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის დადგენილება №359

    „ტექნიკური რეგლამენტის - ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელებისა და კონტროლის წესის" დამტკიცების შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის დადგენილება №358

    „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის დადგენილება №357

    „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის  დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის დადგენილება №356

    „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1591

    ნ. თურმანიძის საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურაზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1590

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1589

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1588

    კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1587

    საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს", შპს „ჰიდროლეას" და შპს „კასლეთი 2"-ს შორის 2014 წლის 17 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1586

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კარიერისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1585

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იბერია ევრო პროსათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1576

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „თელასისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1575

    „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1574

    საქართველოს მთავრობას, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და შპს „ახალ მიტარბს" შორის დასადები თანამშრომლობის მემორანდუმის მოწონებისა და გ. კვირიკაშვილისათვის მისი ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1573

    საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1572

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1571

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1570

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის თაობაზე

  • 2015-07-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1569

    სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ

  • 2015-07-20 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, - კანდიდატი საქართევლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.