საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-20

პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, დღეს პირის, ოჯახში ძალადობის აღვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე შესაბამისმა უწყებებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013 - 2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესრულების თაობაზე და უპასუხეს კითხვებს 2015 წლის ბოლომდე შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე.

სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრები ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა საკითხებზე, რომლებზეც შემდგომი მუშაობა ცალკეულ უწყებებთან ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.