საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-05-12 ჩინეთის მთავრობამ საქართველოს სამელიორაციო ტექნიკა გადასცა

    ჩინეთის მთავრობამ საქართველოს, გრანტის სახით, 10 764 000 აშშ დოლარის ღირებულების 245 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა და ელექტრო-მექანიკური დანადგარი გადასცა, - ცერემონიას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

  • 2015-05-12 პრემიერ-მინისტრმა გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა

    მე პირობა მივეცი მშობლებს, რომ აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ტრაგედიის რეალური მიზეზები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა, სადაც ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა.

  • 2015-05-12 საქართველომ და EBRD-მა ინვესტორთა საბჭო შექმნეს

    საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ, - ურთიერთგაგების მემორანდუმს, ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მოაწერეს ხელი.

  • 2015-05-12 შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტთან

    საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევრობანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბატის შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2015-05-12 პრემიერ-მინისტრი აშშ–ის უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა.