საქართველოს მთავრობის განკარგულება N586
22 დეკემბერი, 2006
ბ. კვეზერელის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ,,სურსათისა და თამბაქოს შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" და ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ" საქართველოს კანონში ცვილილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ლ. ბეგიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 დეკემბრის N571 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი