საქართველოს მთავრობის განკარგულება №700
21 ნოემბერი, 2007
თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის" გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი-ლაური) თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 19 043 (ცხრამეტი ათას ორმოცდასამი) ლარი სოფლების - ავნევისა და ნულის წყალმომარაგების სამუშაოთა დასამთავ-რებლად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე