საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №710

საქართველოს მთავრობის განკარგულება №710
21 ნოემბერი, 2007

,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის N600 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქა-რთველოს სახელმწიფო მინის­ტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის N600 გან­კარ­გულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სა­ქარ­­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკი­თხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს საზღვარგარეთის ქვეყნებში დაგეგმილი სამუშაო ვიზი­ტებისა და აპარატის ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად გამოუყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე