საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №768

საქართველოს მთავრობის განკარგულება №768
05 დეკემბერი, 2007

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,7 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ" დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკო­მენდაცია (კომისიის 2007 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი N22) და ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწი­ფო სამეურნეო ტყის ფონდიდან, კერძოდ, ასპინძა-ახალ­ქალაქის სატყეო უბნის ყოფილი ასპინძის სატყეოს N32 კვარტალის N21 უბნიდან 1,7 ჰექტარი ფართობი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკით-ხების გადაწყვეტა კანონით დადგენილი წესით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე