საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №771

საქართველოს მთავრობის განკარგულება №771
05 დეკემბერი, 2007

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ" დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინადადება, აგრეთვე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკო­მენდაცია (კომისიის 2007 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი N22) და საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრა­ლის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,2225 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართ­ველოს მართვას დაქვემდებარებული ყოფილი მცხეთის სატყეო მეურნეობის წილკნის სატყეოს N17 კვარტალის N10-11 უბნიდან - 1,02 ჰექტარი, N74 კვარტალის N74 უბნიდან - 0,2025 ჰექტარი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების პირ­ველი პუნქტის შესასრულებლად უზრუნველყონ მათ კომპე­ტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგე­ნილი წესით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე