საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №772

საქართველოს მთავრობის განკარგულება №772
05 დეკემბერი, 2007

ხილის (ციტრუსი, ვაშლი) რეალიზაციის ხელშესაწყობად საინფორმაციო კლიპების მომზადება-განთავსების შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხი­ლის (ციტრუსი, ვაშლი) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწ­ყობის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი საინფორმაციო კლი­პების მომზადება და განთავსება.

2. განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის ხარ-ჯები დაიფაროს საქართვე­ლოს სოფ­ლის მეურნეობის სამინისტროსათვის ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანო­ნით გამოყოფილი ასიგ-ნებებიდან.

3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუ-ნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული საინფორმაციო კლიპების მომზადება-განთავსე­ბას­თან დაკავშირებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეს­რულების უზ-რუნველსაყოფად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საჭირო მომსახურე-ბის შესყიდვა განა­ხორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე