საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №773

საქართველოს მთავრობის განკარგულება №773
05 დეკემბერი, 2007

ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

მოსახლეობის მიერ ღვინის ქარხნებისათვის ჩაბარე­ბული ყურძნის ღირებულების სრულად და მიმდინარე წლის ბოლომდე ანაზღაურების ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტს" (ვ. მანაგაძე) სახელმწიფო მიზნობრივი პროგ­რამა ,,ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებების" დასაფინანსებლად საკრედიტო რესურსად გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეი­ტა­ნოს შესაბამისი ცვლილებები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) უზრუნველყოს:
ა) სესხის მიმღები ღვინის ქარხნების შერჩევა და მათთვის საკრედიტო რესურსად გამოყოფილი თანხის სესხის სახით გაცემა;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საჯა­რო სამართლის იურიდიულ პირთან - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტთან" ერთად შერჩეულ სესხის მიმღებ ღვინის ქარხნებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება.

4. სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 1 წე­ლი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.

5. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს 3 პროცენტის ოდენობით.

6. დადგენილ ვადებში სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ორი კვირის ვადაში სესხის მიმღებმა ღვინის ქარხნებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდ-გინონ შესაბამისი საბანკო გარანტია ან დააგირაონ და იპოთეკით დატვირთონ შესაბა­მისი ღირებულების ქონება.

7. გამოყოფილი სესხის მიზნობრივი გამოყენების კონ­ტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნე­ობის სამინისტრომ. სესხის მიმღებ ღვინის ქარხნებს სეს­ხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში დაეკის­როთ პირგასამტეხლო არამიზნობრი-ვად გამოყენებული თან­ხის 25 პროცენტის ოდენობით.

8. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარიშვილმა.

9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე