საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №807

საქართველოს მთავრობის განკარგულება №807
19 დეკემბერი, 2007

საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების საანგარიშო შეხვედრასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტრომ (გ. გაბაშ-ვილი) უზრუნველყოს მიმდინარე წლის 25 დეკემბერს ,,ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვ-ნული პროგრამის" ფარგლებში სპორტის სა­სახლეში საქართველოს ფოლკლორული ანსამ-ბლების საანგა­რიშო შეხვედრასთან დაკავ­ში­რებულ ღონისძი­ებათა ორგანიზება.

2. ,,სახელმწი­ფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუ-ნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესა­ბამისად ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადაში შეუფერხებელი შესრულებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტრომ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე