საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N898

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ


1. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართვე¬ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის N22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 42 400 (ორმოცდაორი ათას ოთხასი) ლარი, მათ შორის:
_ N1 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
_ N2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 22 800 (ოცდაორი ათას რვაასი) ლარი;
¬_ N3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 18 400 (თვრამეტი ათას ოთხასი) ლარი;
_ N4 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური