საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N870

ნ. კალანდაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. `საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: `უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკონსულო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი