საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N867

ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების
ღონისძიებათა შესახებ

1. ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული `ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს, სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და დროული რეაგირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის (ორგანიზაციული კოდი _ 35 23 07) ფარგლებში შესყიდული საქონელი და სამედიცინო დანიშნულების საგნები დადგენილი წესით გადაეცეთ:
ა) სსიპ `საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს~ N1 დანართის შესაბამისად;
ბ) სს `აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით N2 დანართის შესაბამისად;
გ) შპს ,,აკად. Nნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით N3 დანართის შესაბამისად;
დ) სს `მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით N4 დანართის შესაბამისად;
ე) შპს `სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ N6-ს საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით N5 დანართის შესაბამისად.
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს N6 დანართის შესაბამისად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი